Saturday, November 20, 2010

ფრინველების გასაჭირი


  პროექტის სახელი:  ფრინველების გასაჭირი
  პროექტის მოკლე აღწერა:  პროექტის მიზანია ფრინველების გასაჭირის დანახვა და გადაჭრის გზების ძიება.
  პროექტის ვრცელი აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მოიძიებენ მასალებს, წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს(ნახატები, ინფორმაცია, ფოტომასალა), პრობლემების გადასაჭრელად ბავშვები ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას.იქმნება ოთხი ჯგუფი:
      I -ჯგუფი-აღწერს შექმნილ სიტუაციას;
     II  -ჯგუფი-ასახელებს მიზეზებს,თუ რა შემთხვევაში ხდება ფრინველების გასაჭირი (ზამთარი, შიმშილი)
     III  -ჯგუფი-ასახელებს რიგ მოსაზრებებს, თუ როგორ შეუძლიათ მათი ასაკის ბავშვებს ფრინველების დახმარება;
     IV  -ჯგუფი-გეგმავს პრობლემის გადაჭრის გზებს.
  მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი. მე-4-კლასი
  ვადების ხანგრძლივობა: 1-კვირა
  პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  გაკეთდეს ფრინველების კუთხე,სადაც გაკეთდება მოსწავლეთა თვითშემოქმედების გამოფენა-ნახატები,რომელიც ფრინველების გასაჭირის გადაჭრის თემაზე იქნება. ინტერნეტის გამოყენება,ფოტომასალის შეგროვება,დისკუსიების გამართვა მოძიებულ ინფორმაციაზე.
  სარგებელი სხვებისთვის:  პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტ ინფორმაციას   მიიღებენ ფრინველების შესახებ. თავის წვლილს შეიტანენ ფრინველების გასაჭირის გაუმჯობესებაში, მოაწყობენ ნახატების გამოფენას, რომლებიც ასახავენ სხადასხვა ფრინველთა პრობლემებს, რასაც ზამთარი და შიმშილობა იწვევს.
  სამუშაო ენა: ქართული.
  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან      კავშირი: ლიტერატურა, ბუნება.
 პროექტის ფასილიტატორის სახელი:  თინათინ წიკლაური 
 პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  tinikomas@gmail.com
 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   skolaskola.blogspot.com

No comments:

Post a Comment